მალიში აფეთქებას ოთხი სამხედრო ემსხვერპლა

მალიში, ბურკინა-ფასოს საზღვართან აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. ამის შესახებ France-Presse იუწყება.

გამოცემის ცნობით, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. 

ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.