მალიში შეიარაღებულებმა 30 ადამიანი მოკლეს

მალიში შეიარაღებული პირების თავდასხმებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 სამხედროა. ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შეიარაღებული მებრძოლები მუსლიმებით დასახლებულ სოფელ ოგოსაგუს დაესხნენ თავს და 21 ადამიანი მოკლეს.

გაოს რეგიონში, სოფელ ბინტიაში 8 სამხედრო ჩასაფრებაში მოყვა, კიდევ ერთი კი ქალაქ მონდოროში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ემსხვერპლა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.