მალიში თავდასხმას გაერო-ს სამშვიდობო მისიის ორი წევრი ემსხვერპლა

მალიში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად გაერო-ს სამშვიდობო მისიის ორი წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გაეროს მშვიდობისმყოფელები ტარკინტის რაიონში განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლნენ.

MINUSMA-ის სამშვიდობო მისია  2013 წლის აპრილში, მალიში უსაფრთხოების ამოცანების განსახორციელებლად შეიქმნა. 2018 წლის ოქტომბრისთვის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობამ 15 ათას ადამიანს გადააჭარბა.