მალტასთან ზღვაში 46 მიგრანტი გადაარჩინეს

მალტასთან ზღვაში 46 მიგრანტი გადაარჩინეს

მალტის შეიარაღებულმა ძალებმა 46 მიგრანტი გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Xinhuanet ავრცელებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია Alarm Phone-ის ცნობით, მიგრანტების ნაწილს მძიმე ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა. ეს ინფორმაციას პოლიციის წარმომადგენელმა არც უარყო და არც დაადასტურა.

გავრცელებული ცნობით, გადარჩენილ მიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.