მამაკაცი აეროპორტში 3 თვე შეუმჩნევლად ცხოვრობდა

36 წლის მამაკაცი ჩიკაგოს აეროპორტში 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

ადიტია სინგჰი პოლიციამ კვირის ბოლოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისა და ქურდობის ბრალდებით დააკავა. 

როგორც სიგჰმა პოლიციას განუცხადა, ის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ცხოვრობს, თუმცა კორონავირუსის გამო შინ დაბრუნების შეეშინდა, ამიტომ ის აეროპორტში დარჩა.

სინგჰი 1000$-ით დააჯარიმეს, თუმცა მოსამართლემ აეროპორტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება ვერ დამალა. 

"მინდა სწორად გავიგო, თქვენ გინდათ, მითხრათ, რომ პირი რომელსაც სხვისი დოკუმენტები ჰქონდა, არ არის აეროპორტში დასაქმებული 3 თვის განმავლობაში აეროპორტის იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც შესვლა აკრძალულია?" - მიმართა მოსამართლემ პროკურორს.