მამაკაცი შვილს გადაეფარა, რომელიც მატარებლის ქვეშ ჩავარდა - VIDEO

ეგვიპტეში მამაკაცმა სიკვდილისგან შვილი იხსნა, რომელიც მატარებლის ქვეშ ჩავარდა. ის სხეულით ბავშვს გადაეფარა და ამით გადაარჩინა. შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელზეც ორი ადამიანი ლიანდაგებზე ერთმანეთს ეხუტება, ინტერნეტში ვრცელდება.

ვიდეოს ავტორი სტუდენტი ალი იბრაჰიმია. მისი თქმით, მამას ბაქანი აერია. ის მიხვდა, რომ მისი მატარებელი სხვა პლატფორმიდან გადის და პირდაპირ ლიანდაგებზე გადასვლა გადაწყვიტა.

ერთ მომენტში ბავშვი მას ჩამორჩა. მოულოდნელად მატარებელი გამოჩნდა, რომელიც გოგონას უახლოვდებოდა. მამაკაცი ლიანდაგებზე ჩახტა და სხეულით ბავშვს გადაეფარა.

„როდესაც მატარებელმა ჩაიარა, მამა და შვილი გამოჩნდნენ. ყველაფერი ისე იყო, თითქოს ბურუსში. ორივე შოკში იყო და ფეხზე ძლივს იდგა. ჩვენ სკამი მოვუტანეთ. ცოტა ხანში ისინი დამშვიდდნენ“, - განუცხადა ალიმ ჟურნალისტებს.