მამაკაცმა ბრიტანეთის პარლამენტთან საწვავი გადაისხა

ლონდონის სამართალდამცავებმა ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან საწვავი გადაისხა.

ამის შესახებ პოლიცია „ტვიტერზე“ წერს.

„მამაკაცი საპარლამენტო მოედანზე დაახლოებით 10:45 დააკავეს მას შემდეგ, რაც მან, სავარაუდოდ, აალებადი სითხე გადაისხა. დაშავებულები არ არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცმა საწვავი გადაისხა, სანთებელა ამოიღო, მაგრამ თავის დაწვა ვერ მოასწრო, რადგან სამართალდამცავებმა ცეცხლსაქრობი საშუალებები ოპერატიულად გამოიყენეს.

დაკავებული მამაკაცის მოტივი უცნობია.