მამამ ბავშვის სახელის გამო მეურვეობაზე უარი თქვა

აშშ-ში მამამ ბავშვის დაბადების მოწმობას ხელი არ მოაწერა და ბავშვის სახელის გამო მამობაზე უარი თქვა.

როდესაც მამაკაცი საბუთებთან ხელმოსაწერად მივიდა, გაკვირვებული დარჩა, რადგან მისგან დაუკითხავად ვაჟის დედამ ბავშვს თავისი ყოფილი საყვარლის სახელი დაარქვა. ამის შემდეგ მამაკაცმა ბავშვის მეურვეობაზე უარი განაცხადა. მან ასევე დასძინა, რომ ის ბავშვზე ვალდებულებას არ აიღებს, სანამ ბიჭს სახელს არ შეუცლიან. ის ასევე  დნმ-ის ანალიზის გაკეთებას გეგმავს, რათა დარწმუნდეს, რომ ბავშვი ნამვდილად მისია.

ცნობილია, რომ წყვილი დაქორწინებული არ არის.