მანქანაში დატოვებული ძაღლის გადასარჩენად გამვლელებმა მინა ჩაამსხვრიეს - PHOTO - VIDEO

დიდ ბრიტანეთში მამაკაცმა, გაუსაძლის სიცხეში მანქანაში დატოვებული იორქშირის ტერიერის გადასარჩენად, მანქანის მინა ჩაამსხვრია და ძაღლი გადაარჩინა.

გამვლელმა ცოლ-ქმარმა, რომელთა მანქანაც იქვე იყო გაჩერებული, VW Golf-ის მარკის მანქანის უკანა საჯდომზე ძაღლი შენიშნეს. ცხოველი სიცხისა და უჰაერობისგან იხრჩობოდა. მათ ცოტა ხანი დაიცადეს, იმ იმედით, რომ ძაღლის პატრონი გამოჩნდებოდა, შემდეგ კი მამაკაცმა მამაკაცმა მანქანის მინა ნაჯახით ჩაამტვრია და ძაღლი გადაარჩინა.

პროცესი გამვლელებმა მობილურით გადაიღეს.