მანქანაში ხანძარს 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა

ავსტრალიაში, ბრიზბენში, მანქანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სამი ათ წლამდე ასაკის მოზარდი და ერთი ქალია, რომელიც მძიმე დამწვრობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ქუინსლენდის პოლიციაა მობილიზებული. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.