მარგო რობი ემა სტოუნს დემიენ შაზელის ახალ ფილმში შეცვლის

მსახიობი ემა სტოუნი დემიენ შაზელის ახალი ფილმის "Babylon" ("ბაბილონის") შემადგენლობას ტოვებს. მიზეზი - გადატვირთული გრაფიკია, რომლის გამოც ის გადაღებებისთვის ვერ მოიცლის. პროექტში მას მარგო რობი შეცვლის. ამჟამად მსახიობი რეჟისორთან და სტუდია Paramount Pictures-სთან მოლაპარაკებებს მართავს.

ცნობილია, რომ პროექტში მონაწილეობს ბრედ პიტი, რომელთან ერთად მარგო რობი ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში" თანამშრომლობდა.

"ბაბილონის" მოქმედება ლოს-ანჯელესში 1920-იანი წლების ბოლოს ვითარდება. სურათი ხმოვანი კინემატოგრაფიის ფორმირების შესახებ მოგვითხრობს. მარგო რობის ჰოლივუდის ოქროს ეპოქის მუნჯი კინოს ვარსკვლავის და სექს სიმბოლოს, კლარა ბოუ-ს როლს სთავაზობენ. ბრედ პიტი კი გამოგონილ პერსონაჟს შეასრულებს, რომელიც მსახიობ ჯონ გილბერტით არის შთაგონებული.

Paramount Pictures ფილმის გამოშვებას მომავალი შობისთვის გეგმავდა, მაგრამ პანდემიის გამო, გამოსვლის თარიღი, შესაძლოა, შეიცვალოს.