მარია ზახაროვა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა

რუსეთი მხარს უჭერს იმას, რომ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულმა საკითხმა თბილისსა და ცხინვალს შორის ისედაც არც თუ ადვილი ურთიერთობები არ გაამწვავოს, - ამის შესახებ მოსკოვი-თბილისი-ტალინი-კიშინიოვის ტელეხიდის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ, ეს საკითხი პოლიტიკურ სიბრტყეში არ გადაიყვანონ. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს პრობლემა დავების მოგვარების მხარეების ხელში არსებული მექანიზმებით მოგვარდეს", - აღნიშნა მარია ზახაროვამ.