მარინ ლე პენი 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

საფრანგეთის "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი 2022 წელს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

"მე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვემზადები", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

თუკი ლე პენი კანდიდატურად წარადგენს, ეს პრეზიდენტობის მესამე მცდელობა იქნება. ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე ის 2012 და 2017 წლებში იყრიდა კენჭს.