მარიო დრაგის იტალიის მთავრობის ფორმირება დაევალა

იტალიის პრეზიდენტ, სერჯო მატარელამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელსა და ევროპის ცენტრალური ბანკის ექს-პრეზიდენტს მარიო დრაგის ოფიციალურად დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს გადადგომა განპირობებულია იმით, რომ მმართველმა კოალიციამ და მოძრაობამ "ხუთი ვარსკვლავი" სენატში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს. ეს იმის გამო მოხდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის "ცოცხალი იტალია" კოალიციიდან გავიდა. მატეო რენცი ჯუზეპე კონტეს ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმებოდა. ის და იტალიის პრემიერ-მინისტრი ვერ თანხმდებოდნენ, როგორ უნდა დახარჯულიყო ევროკავშირის ფონდები პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.