მაროკოელმა მეთევზემ დაიჭირა წერილი ბოთლში, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა

წერილი ბოთლში, რომელიც ოკეანეში აშშ-ის სანაპიროდან ჩააგდეს, ერთი წლის შემდეგ მაროკოში იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა United Press International.

გზავნილი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნის. 2019 წელს ბავშვებს უცნობთან წერილის მიწერა შესთავაზეს. წერილში ბავშვებმა სკოლის მისამართი და მასწავლებლის ელექტრონული მისამართი მიუთითეს.

ერთ-ერთმა ბოთლმა 6 ათასი კილომეტრი დაფარა, ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და მაროკომდე 2020 წლის აგვისტოს მიაღწია. იქ კი წერილი ადგილობრივმა მეთევზემ იპოვა. ოჯახის წევრის დახმარებით, რომელმაც ინგლისური იცოდა, მამაკაცმა ბოთლი ისევ სკოლაში გააგზავნა.