მაროკოს შსს აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" უჯრედი გაანეიტრალეს

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სპეცოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" უჯრედი გაანეიტრალეს და მისი წევრები დააპატიმრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Asharq Al-Awsat ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უჯრედში 6 ადამიანი შედიოდა, რომელთა ასაკი 18-დან 59 წლამდე იყო. ისინი სხვადასხვა ქალაქებში მოქმედებდნენ.

მაროკოს შსს-ს ინფორმაციით, ისინი "ისლამური სახელმწიფოსგან" ფინანსდებოდნენ და ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდნენ. გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები ამჟამად მათ შესაძლო თანამზრახველებს ეძებენ.