მარტინ სკორსეზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

ცნობილი რეჟისორი, მარტინ სკორსეზე 1970-იანი წლების ნიუ-იორკის მუსიკალური სცენის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. Imagine Entertainment-თან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

გავრცელებული ინფორმაციით, სკორსეზე გააგრძელებს თემას, რომელსაც სერიალი "ვინილი" ეძღვნება. ის 1970 წლების შოუ-ბიზნესზე უამბობს მაყურებელს.