მარტინ სკორსეზეს ფილმის "ჯოკერის" ყურება არ სურს

5 იანვარს, წლის მთავარი ფილმები "ოქროს გლობუსის" მისაღებად იბრძოლებენ. საუკეთესო ფილმების კატეგორიაში ნომინაციებს შორის ტოდ ფილიპსის "ჯოკერი" და მარტინ სკორსეზეს "ირლანდიელი" არიან. "ნიუ – იორკ თაიმსთან" მიცემულ ინტერვიუში სკორესეზემ აღიარა, რომ ის ბლოკბასტერის კონკურენტის ნახვას არ აპირებს. 

"მე ნანახი მაქვს მონაკვეთები, ვიცი რასაც ლაპარაკობს, რაში მჭირდება მისი თავიდან ბოლომდე ნახვა?",- ამბობს სკორსეზე. 

ასევე ცნობილია, რომ "ჯოკერის" შექმნის ინსპირაცია სკორსეზეს ნამუშევრები იყო. რეჟისორი ფილმის გადამღებ ჯგუფშიც იყო მიწვეული, თუმცა მოპატიჟებაზე მან უარი თქვა.