მარტში Facebook-მა 40 მილიონი დეზინფორმაციული პოსტი წაშალა

მხოლოდ მარტში Facebook-მა 40 მილიონი პოსტი აღმოაჩინა, რომელიც ახალი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის განცხადებაშია საუბარი.

დეზინფორმაციის მაგალითად მოყვანილია მათეთრებლის ვითომ სამკურნალო თვისებები და სოციალური დისტანციის დაცვის არაეფექტურობა.

Facebook-ში აცხადებენ, რომ მის პლატფორმაზე ფაქტების 60-ე მეტი ორგანიზაცია ამოწმებს, რომელთა სპეციალისტები ათობით ენას ფლობენ.