აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„ველოდები აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. მოვიწვიე ჯო ბაიდენი, რომ შემოგვიერთდეს შეხვედრაზე და გაგვიზიაროს მისი შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დროა, აღდგეს ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი“, – წერს შარლ მიშელი ,,ტვიტერის" გვერდზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს სხდომა 25 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ.