მაშველებმა ტეხასში გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი ჩააქრეს

ტეხასში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ცეცხლი ეკიდა. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 150 მაშველი ხანძრის ჩაქრობას 5 საათის განმავლობაში ცდილობდა. ცა სქელი შავი კვამლით არის დაფარული.

ქალაქის მოსახლეობას სთხოვეს, არ გასულიყვნენ გარეთ და ფანჯრები მჭიდროდ დაეხურათ. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება აღარ არსებობს.