მასკი სატელიტურ სადგურს ააშენებს

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის პროექტმა Starlink სახმელეთო თანამგზავრული სადგურის აშენებაზე ლიცენზია მიიღო. ის მენის კუნძულზე იქნება განლაგებული და მთელ დიდი ბრიტანეთს ინტერნეტით დაფარავს. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

Starlink მარეგულირებელს შესაბამისი ნებართვის მისაღებად მიმართა, რადგან ბრიტანეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფლის რაიონების ფართოზოლოვანი დაფარვის გაუმჯობესება სურს.

Starlink–მა უკვე განალაგა სატელიტური ბაზები ბუკინგემშირში და კორნუოლში.

მოსალოდნელია, რომ სამი სახმელეთო სადგური და ორბიტაზე მყოფი თანამგზავრების ქსელი მთელ ბრიტანეთში ფართოზოლოვან ქსელს უზრუნველყოფს.