მასკის ქონება ერთ დღე-ღამეში 6 მილიარდი დოლარით გაიზარდა

ამერიკელი მეწარმის, ილონ მასმკის კაპიტალი ელექტრომობილების მწარმოებლის, Tesla-ს აქციების ღირებულების ზრდის ფონზე ერთ დღე-ღამეში 6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამას Forbes-ის Real-Time რეიტინგი მოწმობს.

მასკის ქონება ახლა 169,8 მილიარდი დოლარია. ამჟამად, Tesla–ს და SpaceX– ის ხელმძღვანელი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს. პირველზეა Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის კაპიტალი 188,6 მილიარდი დოლარია.

ცნობისთვის, მასკის კაპიტალის უმეტესი წილი Tesla პაკეტზე მოდის. ის კომპანიის 21%-იან წილს ფლობს.