მასკმა რაკეტა Starship-ის გადაადგილება აჩვენა

Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა "ტვიტერზე" აჩვენა სურათები, რომლებზეც ჩანს, როგორ გადაადგილდება რაკეტა Starship ორბიტალურ სასტარტო მოედანზე.

Starship მთვარეზე კოსმოსურ ეკიპაჟს გადაიყვანს.

SpaceX რაკეტის გაშვებას ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან გეგმავს.