მასკმა "Tesla-ში" თანამდებობა შეიცვალა

მასკმა კომპანია "Tesla-ში" თანამდებობა შეიცვალა. ოფიციალურ დოკუმენტებში ის "Technoking-ად" იქნება მოხსენიებული, რაც "ტექნომეფედ" ითარგმნება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირების კომისიამ გაავრცელა.

ამასთან, Tesla-ს ფინანსური დირექტორის, ზაკ კირჰორნის თანამდებობა ამიერიდან "Master of Coin" ("მონეტების ბრძანებელი") იქნება.

თანამდებობების დასახელებები ავტორებმა ჯორჯ მარტინის "სამეფო კარის თამაშებიდან" აიღეს.

ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობაში არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება.