მასშტაბური ხანძარი ანტალიაში - ცეცხლი სახლებსა და სასტუმროებს უახლოვდება - VIDEO

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში მასშტაბური ტყის ხანძარი, ძლიერი ქარის გამო, სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თვითმხილველთა თქმით, ადგილებზე კვამლის სვეტები ჩანს, ცა კი ნარინჯისფერია.

TGRT Haber-ის ცნობით, ხანძრის მიზეზი ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლი გახდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე სამი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

რეგიონში სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი გაემგზავრა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს.