მატარებელი რელსებიდან გადავიდა, 2 დაიღუპა და 30 დაშავდა

იტალიაში, მილანი-ბოლონიის მაგისტრალზე მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი Frecciarossa რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 30 ადამიანი. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. ამ დროის მონაცემებით გარდაცვლილია მატარებლის მემანქანე და რკინიგზაზე მომუშავე პირი.

წინასწარი ინფორმაციით, რელსებიდან პირველი ორი ვაგონი გადავიდა. დაშავებულთა შორის 28 მგზავრს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული, ორი მგზავრის მდგომარეობა კი შედარებით სერიოზულია. მილანი-ბოლონიის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.