"მატრიცა 4-ის" პრემიერა ერთი წლით გადაიდო

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, კომპანიამ Worner Bros. "მარტიცას" მეოთხე ნაწილის პრემიერა 2022 წლისთვის გადაიტანა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

"ფილმ "მატრიცას" ახალი ნაწილის პრემიერა, რომლის გადაღებები გერმანიაში მიმდინარეობდა, სანამ პროცესი შეჩერდებოდა, 2021 წლის 21 მაისიდან 2022 წლის 1 აპრილისთვის გადაიტანეს", - აღნიშნავს გამოცემა.

ფილმის გადაღებები თებერვალში დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მალევე შეჩერდა.

მთავარ როლებს "მატრიცაში" ისევ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი ასრულებენ.

"მატრიცას" მე-4 ნაწილის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები YouTube-ზე 16 თებერვალს გავრცელდა.