მდინარე ვოლგაში 4 ინდოელი სტუდენტი დაიხრჩო

რუსეთში, ქალაქ კრასნოსლობოლსკში, მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპიროზე ოთხი ინდოელი სტუდენტი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ღამის 02:30 საათზე მოხდა. გარდაცვლილი ინდოელები ვოლგოგრადის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მე-5 წელს და მე-2 კურსის სტუდენტები არიან.