მძინარე ლომვეშაპმა ატლანტის ოკეანე გადაცურა და ირლანდიაში აღმოჩნდა - VIDEO

ირლანდიის სანაპიროზე ისტორიული აღმოჩენა გააკეთეს. ამ ტერიტორიაზე პირველად ლომვეშაპი იპოვეს. ეს ზღვის ძუძუმწოვრები, ისევე როგორც თეთრი დათვები, არქტიკულ განედებზე ცხოვრობენ.

ამიტომ, მოსახლეობა ასეთი სტუმრით უკიდურესად გაოცებული დარჩა და გაუკვირდა, როგორ მოხვდა ის იქ. სავარაუდოდ, ლომვეშაპს უბრალოდ აისბერგზე დაეძინა, რამაც იგი ირლანდიაში წაიღო.

საზღვაო ბიოლოგები ამბობენ, რომ ლომვეშაპებს ხშირად ყინულზე დაძინება უყვართ, რომლებსაც მერე ისინი სხვაგან მიჰყავთ.

მაგრამ ეს შემთხვევა უნიკალურია. ცხოველს ატლანტის ოკეანის გადაცურვა მოუწია, მან 1500 კილომეტრი გადალახა.