მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი მამაკაცი ადამიანს დაეცა

ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც ესპანეთში, ერთ-ერთ 5 ვარსვკლავიან სასტუმროში ოჯახთან ერთად ისვენებდა, მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა და სხვა მამაკაცს დაეცა. შემთხვევის შედეგად ორივე გარდაიცვალა. 

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სასტუმრო "მარაბელას" მე-7 სართულიდან ჩამოვარდნილი მამაკაცი სხვა ადამიანს დაეცა, რის შედეგადაც ორივე გარდაიცვალა," - აცხადებს მალაგას ნაციონალური პოლიცია. მათი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.