მედიის ცნობით, ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა

ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ გერასდორფში, წარმოშობით ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებელი მოკლეს. Deutsche Welle-ს რუსული გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი 43 წლის ბლოგერი მამიხან უმაროვია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. 

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. 

ავსტრიის სპეცრაზმმა მსროლელი ქალაქ ლინცში დააკავა. მკვლელობის მოტივები ამ დროისთვის უცნობია. გაზეთ Osterreich-ის თანახმად, მსროლელი ასევე ჩეჩნეთის მოქალაქეა.