მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს

ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან მათი მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. 

გამოცემის ინფორმაციით, პირველი ორი რაკეტა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაისროლეს, ხოლო მესამე ერთი საათის შემდეგ. 

საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუპირისპირდნენ. დაჯგუფება პრემიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილის ანექსიაში ადანაშაულებს.

დაშავებულებისა და ზიანის შესახებ ამ დროისათვის ინფორმაცია არ ვრცელდება.