მეგან მარკლი გოგონებს მოუწოდებს, რომ მის instagram ვიდეოს მიყვნენ

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის გოგონებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს და ამბობს „გააგრძელეთ კითხვების დასმა, გააგრძელეთ წინსვლა, იბრწყინეთ“.

კლიპში ასევე ნაჩვენებია სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც მეგანი ჯერ კიდევ ბავშვია და გენდერული სტერეოტიპების დანგრევაზე კამათობს. 

„ყველა გოგონას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს კარგი განათლება, იყოს დაცულები, ჰქონდეს მოსმენის, აღმოჩენის უფლება, თუ ვინ არის ის სინამდვილეში“,- ამბობს მეგან მარკლი.

გაერომ 11 ოქტომბერი გოგონების დღედ 2012 წელს გამოაცხადა და მას შემდეგ, ის ყოველწლიურად აღინიშნება.