მეჰრიბან ალიევა: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სომხეთის სამხედრო დანაშაული დაგმოს

აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი "ინსტაგრამში" ქალაქ ტერტერის სასაფლაოზე იერიშს ეხმაურება.

”რამდენად არაადამიანური, დაუნდობელი და მორალურად დეგრადირებული უნდა იყო, რომ განზრახ დაბომბო სასაფკაი დაკრძალვის პროცესიის დროს? მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სომხეთის სამხედრო დანაშაული დაგმოს და ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს”.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის ქალაქ ტერტერზე სომხეთის განზრახ შეტევის შედეგად, სასაფლაოზე დაკრძალვის დროს, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 მძიმედ დაშავდა. მოგვიანებით ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.