მეჰრიბან ალიევამ აზერბაიჯანის ხალხს მიულოცა

აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ "ინსტაგრამში" თავის გვერდზე ფიზულის, ჯებრაილის, ხოჯავენდის და ზანგილანის, აგრეთვე ქალაქ ზანგილანის რიგი სოფლების ოკუპაციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

"ვულოცავ ჩვენს ხალხს ფიზულის, ჯებრაილის, ხოჯავენდის და ზანგილანის რაიონებისა და ქალაქ ზანგილანის რიგი სოფლების გათავისუფლებას ოკუპაციისგან! გაუმარჯოს აზერბაიჯანელ ხალხს და აზერბაიჯანულ არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - დაწერა მეჰრიბან ალიევამ.