მეხიკოში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მექსიკის დედაქალაქში მეტროს ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. 49 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მეხიკოს მერმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.

მექსიკის დედაქალაქში მეტროს ხიდი დღეს ჩამოინგრა.

მეხიკოს მერის ინფორმაციით, მეტროს ხიდი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოლივოსის და ტესონკოს სადგურების რაიონში მოხდა.