მექსიკა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ემბრარდი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

მისი თქმით, მექსიკას მიგრანტების მიმართ განსხვავებული პოლიტიკა აქვს და ახალ წესებს არ დაემორჩილება.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების პირობები გაამკაცრა. ახალი წესების მიხედვით, ჰონდურასელი, გვატემალელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მექსიკის ხელისუფლება მათ თავშესაფარზე უარს ეტყვის. შესაბამისი განკარგულება სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.