მექსიკამ COVID-19-ის ანტიმალარიული წამლით მკურნალობის ნებართვა გასცა

მექსიკის სანიტარული რისკების დაცვის ფედერალურმა კომისიამ ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ანტიმალარიული  პრეპარატის - ჰიდროქსიქლოროქსინის გამოყენების ნებართვა გასცა. 

”წამალი მხოლოდ გადაუდებელი საჭიროები შემთხვევაში იქნება გამოყენებული. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ჰიდროქსიქლოროქსინის ეფექტურობა", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 130 ათასი დოზა ჰიდროქსიქლოროქინის პაკეტი მექსიკის მთავრობას კომპანია Novartis-ის მიერ შემოწირულობს სახით გადაეცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ კლინიკურ კვლევებში და ექიმების მიერ კონტროლირებად გადაუდებელ შემთხვევებში.