მექსიკაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული

მექსიკაში მეტროში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

3 მაისს ქვეყნის დედაქალაქში, მეხიკოს სამხრეთ ნაწილში, მეტროპოლიტენის მე-12 ხაზზე ავარია მოხდა. მეტროს ხიდის გასასვლელი ჩამოინგრა და ორი ვაგონი 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 24 და დაშავდა 79 ადამიანი.