მექსიკაში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრა ქალაქ აკაიუკანიდან სამხრეთით 12-კმ-ში დაფიქსირდა.

სტიქიის ეპიცენტრი 122 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.