მექსიკაში ფენიმისტები ქალ პოლიციელებს დაესხნენ თავს - PHOTO

მეხიკოში რევოლუციის ძეგლთან ფემინისტების დემონსტრაციისას 43 ქალი პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა La Jornada წერს.

რევოლუციის ძეგლთან საპროტესტო აქციის 600-მდე მონაწილე შეიკრიბა. ისინი აბორტის ლეგალიზაციას ითხოვდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიღბიანი ფემინისტები აგრესიულად იქცეოდნენ და ქალ პოლიციელებს თავს ესხმოდნენ. სამართალდამცავებს "მოლოტოვის კოქტეილებიც" კი ესროლეს. შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, 4 პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.