მექსიკაში ინფიცირებული პრეპარატით მე-8 პაციენტი გარდაიცვალა

მექსიკურმა ნავთობის კორპორაცია Pemex-მა ინფიცირებული პრეპარატით მე-8 პაციენტის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

კომპანიის 58 თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს ჰემოდიალიზის პროცედურის დროს კონტრაფაქტული წამალი - ბაქტერიულად ინფიცირებული პრეპარატი შეუყვანეს. 50 პაციენტი ამჟამად ამბულატორიულ მკურნალობას გადის.

გართულების პირველი შემთხვევები 27 და 28 მარტს დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, Pemex-ის კლინიკის ხელმძღვანელობამ პრეპარატი კერძო მეწარმისგან იყიდა. კომპანიამ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

ტაბასკოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.