მექსიკაში მამლების ბრძოლის დროს სროლა მოხდა, არის მსხვერპლი

მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ შტატ გერეროში ქალაქ აკაპულკოში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული ქალი.

ცნობილია, რომ სროლა მოხდა იმ სახლში, სადაც მამლების უკანონო ბრძოლა გაიმართა. ინციდენტის შესაძლო მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.

პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს.