მექსიკაში მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ლომა-დე-ლოს გოიოსიდან 12 კილომეტრის დაშორებით, 101 კილომეტრ სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.