მექსიკაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მათგან ერთ-ერთის, მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.

უბედური შემთხვევა ჩრდილოეთ შტატ სონორაში მოხდა. ტურისტების სამგზავრო ავტობუსი სამსახურის ავტობუსს შეეჯახა, სადაც მაღაროს მუშები იმყოფებოდნენ.

ინციდენტის მიზეზს და გარემოებებს სამართალდამცავები იძიებენ.