მექსიკაში სატვირთო ტრაილერში 210 მიგრანტი აღმოაჩინეს

მექსიკის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მათ 210 მიგრანტი სატვირთო ტრაილერში აღმოაჩინეს. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სამართალდამცველებმა სამართალდამრღვევი მძღოლი შეაჩერეს და შემოწმებისას ქვეყნიდან არალეგალურად გადასვლის მსურველი მიგრანტები აღმოაჩინეს. შემთხვევა ქალაქ ტეკამაცაიკოსთან მოხდა. მიგრანტების ძირითად ნაწილს ქალები, ახალგაზრდა კაცები და ბავშვები შეადგენდნენ. ისინი ძირითადად ერთამანეთის ახლო ნათესავები იყვნენ. სატვირთოს მძღოლი დააკავეს. 

ორი კვირის წინ ქალაქ ვერაკრუზთან 600 მიგრანტი ორ ტრაილერში აღმოაჩინეს.