მექსიკაში თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, ჰალისკოს შტატში ოჯახზე და მათ სტუმრებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაიღუპა 7 ადამიანი. გარდაცვლილთა შორის 6 მამაკაცი და ერთი ქალია.

სამართალდამცავების განცხადებით, კრიმინალებმა შვიდივე მსხვერპლი ჯერ გაქურდეს და ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა, მოგვიანებით უკან დაბრუნდნენ და ყველანი მოკლეს.

თავდასხმის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.