მექსიკაში ტომრებში 100 ადამიანის ცხედარი იპოვეს

მექსიკის გუანახუატოს შტატში პოლიციამ 8 საიდუმლო სამარხი იპოვა, სადაც 100 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ცხედრები 20 ტომარაში იყო მოთავსებული.

გუანახუატოს შტატში განსაკუთრებით მაღალია კრიმინალისა და შეკვეთილი მკვლელობების რიცხვი. უშიშროების სამინისტროს განცხადებით, შტატში მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 3000 მკვლელობა მოხდა.