მექსიკელი მსახიობი იალიცა აპარიციო UNESCO-ს მშვიდობის ელჩი

გაეროს კულტურულმა სააგენტომ მექსიკელი მსახიობი იალიცა აპარიციო მშვიდობის ელჩად დანიშნა. 25 წლის მსახიობი პირველი მექსიკელია, რომელიც "ოსკარის" დაჯილდოებაზე საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ფილმისთვის „რომი“ იყო წარდგენილი. სურათში ის მშობლიურ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე საუბრობს.

პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის თქმით, აპარიციო ღარიბ მექსიკის ღარიბ შტატ ოახაკაში დაიბადა. ის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, გენდერული თანასწორობისა და მექსიკელების უფლებების აქტიური დამცველია.

იალიცა აპარიციო საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაარძელებს. სხვადასხვა ადგილებში ვიზიტისას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, გარემოს დაცვასა და ყველასათვის განათლების თანაბარი მიღების უფლებზე უსაუბრებს.